ნაწარმის შესახებ

ყოველი GENNE სამკაული ხელით იქმნება ჩვენს თბილისის სახელოსნოში. ვიყენებთ თვითგამაგრებად თიხას, ეპოქსიდურ ფისს, აკრილის საღებავებს და უჟანგავი ფოლადის ფურნიტურას.

ხელნაკეთი

ყოველი მძივი ხელით იძერწება - ყვავილები, ხილი, კენკრა, აბსტრაქტული ფორმები. ამიტომ ყოველი ნაწარმი უნიკალურია და საკუთარი ხასიათი აქვს.

თვითგამაგრებადი თიხა

ჩვენი სამკაულების საფუძველია თვითგამაგრებადი თიხა. არ საჭიროებს გამოწვას, 24-48 საათში ჰაერზე მაგრდება და ხდება მსუბუქი, მტკიცე და სასიამოვნო შეხებისთვის.

ეპოქსიდური ფისი

ყოველ მძივს ეპოქსიდური ფისით ვფარავთ. ეს ამატებს ბზინვარებას, იცავს ტენისგან და სამკაულს ყოველდღიური ტარებისთვის საკმარისად გამძლეს ხდის.

ფურნიტურა

ფურნიტურა მთლიანად უჟანგავი ფოლადისაა. ამის წყალობით სამკაულები წყალგამძლეა — მათში ცურვა და შხაპის მიღებაც შეგიძლიათ.

კალათა (0)

კალათა ცარიელია